ოქროს ღირებულება იზრდება

დოლარის კორექციის ფარგლებში შემცირების გამო, მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ოქროს ფასი გაიზარდა. 

Comex-ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ოქროს დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0,44%-ით, 7,85 დოლარით გაიზარდა და უნციაზე 1 792,15 აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ოქრო დაახლოებით 3,5%-ით დაეცა.

ინვესტორების ინტერესი ოქროს მიმართ 2021 წელს შემცირდა. ინვესტორები ინვესტიციებს უფრო მომგებიან აქტივებში, კრიპტოვალუტებში და სასაქონლო აქტივებში ახორციელებენ