ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა

ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა.

ამის შესახებ აღნიშნულია ამის შესახებ აღნიშნულია Galt & Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ერთის მხრივ,COVID-19 შემთხვევების ზრდით გამოწვეული მოთხოვნის შემცირებამ, ხოლო, მეორეს მხრივ, ნედლი ნავთობის წარმოების ზრდამ (აშშ და ლიბია) ოქტომბერში უარყოფითი გავლენა იქონია ნავთობის ფასებზე.  28 ოქტომბერს ნავთობის ფასები 5%-ით თითქმის 5-თვიან მინიმუმამდე დავარდა. თვის ბოლოს მდგომარეობით ნავთობის ფასმა (WTI) ბარელზე $ 35.8 შეადგინა. 

ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ანგარიშის მიხედვით, ნედლი ნავთობის მარაგები აშშ–ში 4.3 მლნ ბარელით გაიზარდა 23 ოქტომბრის კვირაში. ეს დონე დაახლოებით 9%-ით აღემატება 5 წლის საშუალო მაჩვენებელს. 

Galt & Taggart-ის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოსთვის ოქროს ფასმა უნციაზე $ 1,880 შეადგინა, რაც აგვისტოში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. 

"ძლიერი დოლარი და აშშ-ს ეკონომიკის მოსალოდნელზე უკეთესი გაჯანსაღება არის ოქროს ფასის სისუსტის ძირითადი მიზეზი. თუმცა, აღსანიშნავია რომ ვირუსის მეორე ტალღით გამოწვეულმა ეკონომიკურმა რეცესიამ, შესაძლებელია მომავალში გაზარდოს მოთხოვნა ისეთ უსაფრთხო აქტივებზე როგორიც ოქროა," - ვკითხულობთ დოკუმენტში.