ოქტომბრის დატვირთულობით კახეთის სასტუმროები ლიდერობს

ოქტომბრის დატვირთულობა პრე-კოვიდ ჯავშნების გარეშე ყველაზე მაღალი იყო კახეთის სასტუმროებში (23%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ზღვისპირა სასტუმროებში დაფიქსირდა (3%).

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა შემცირდა კახეთში, ზღვისპირეთში და სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისში გაიზარდა. დატვირთულობამ 4% შეადგინა ზღვისპირეთში, 15% თბილისში, ხოლო კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროების დატვირთულობა 36% და 28% იყო.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. 

ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.