ოლიმპიური თამაშების გაუქმება იაპონიას 74.2 მლრდ დოლარს დააკარგვინებს

2020 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმება იაპონიის ეკონომიკას 7,8 ტრილიონი იენით (74,2 მილიარდი დოლარი) დააზარალებს. 

იაპონური საფინანსო კომპანია Nikko Securities-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ოლიმპიადის გაუქმება იაპონიის მშპ-ის ზრდას 1,4%-ით შეამცირებს, ხოლო იაპონური კორპორაციების შემოსავლები 2020 წელს 24,4%-ით შემცირდება. 

Nikko Securities-ის პროგნოზით, თუ კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ივლისამდე ვერ მოხდება, ოლიმპიადა გაუქმდება.

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს 3 646 ადამიანი ემსხვერპლა, 60 637 კი ვირუსისგან განიკურნა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, ამ დროისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსით, 107 353 ადამიანია დაინფიცირებული.

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული.

აპონია COVID-2019-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე პოზიციაზეა ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იტალიისა და ირანის შემდეგ.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდშია დაგეგმილი.