OPEC-მა ნავთობის მოპოვების გეგმა წარადგინა

OPEC+-ის ქვეყნებმა გადაწყვიტეს  ალიანსის ამჟამინდელი სტრატეგია შეინარჩუნონ და იანვარში ნავთობის მოპოვება დაგეგმილი 400 ათასი ბარელით გაზარდონ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

OPEC + შემდეგი შეხვედრა 4 იანვარს გაიმართება.

ალიანსის მონიტორინგის კომიტეტი მოიცავს 8 ქვეყანას, რომლებიც ხელმძღვანელობენ ორგანოს მუშაობას. ესენია: ალჟირი, ვენესუელა, ერაყი, ყაზახეთი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რუსეთი და საუდის არაბეთი.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.