პანდემიის მართვაში 215-ი სასტუმრო 11 675 ოთახით მონაწილეობდა

"კოვიდპანდემიის პირობებში, სპეციალურად გადამზადებული სასტუმროების პერსონალი 133 767 ადამიანს მოემსახურა,"  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის მართვაში 215-მა სასტუმრომ, ჯამში, 11 675 ოთახით, მიიღო მონაწილეობა. დასაქმებულთა რაოდენობამ 3 620 ადამიანი შეადგინა,

„გარდა იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჯანდაცვის სისტემას, განსაკუთრებით, ახლა, როცა მსუბუქი შემთხვევები კოვიდსასტუმროებში იმართება, 3 620 ადამიანს მივეცით საშუალება, სამუშაო ადგილი შეენარჩუნებინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღეისთვის, კოვიდსასტუმროებში 3 077 ინფიცირებული მკურნალობს.