პანდემიის მიუხედავად, თურნავა უცხოური ინვესტიციების ზრდას აანონსებს

"ინვესტიციებთან დაკავშირებით პროგნოზი არის კეთილსაიმედო", - ასეთია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას პროგნოზი.

მისი თქმით, საქართველო, სავარაუდოდ, იქნება გამონაკლისი, სადაც მიუხედავად პანდემიისა, საერთაშორისო ინვესტიციები გაიზრდება.

"ინვესტიციების ზრდის ნიშნები გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი განხორციელდა ინვესტიციები, ეს იყო ენერგეტიკის სექტორში ინვესტიცია, ასევე, იყო გიგანტი ენერგეტიკული იაპონური კომპანია, ასევე, არის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. საქართველო არის კეთილსაიმედო პანდემიის მიუხედავად და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად კეთილსაიმედოც... ბევრი ინვესტორი მოძებნის ახლა უსაფრთხო ქვეყანას და უსაფრთხო პლატფორმას“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, 2020 წლის I კვარტალში საქართველოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 41.7%-ით ნაკლები,165.4 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.