პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე კომიტეტებსა და ფრაქციებში იმსჯელებენ. 

დღეს ბიუჯეტის პროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილავენ. ხვალიდან კი, განხილვები სხვა კომიტეტებში გაგრძელდება და 18 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემაჯამებელი მოსმენით დასრულდება. 

2020 წლის ბიუჯეტი14 მილიარდ 200 მილიონით განისაზღვრა.