PayPal ბრიტანელებს კრიპტოვალუტის შეძენა/შენახვის საშუალებას მისცემს

საერთაშორისო გადახდის სერვისი PayPal  გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებისთვის ბიტკოინების და რიგი სხვა კრიპტოვალუტების ყიდვის, შენახვისა და გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ PayPal-მა კრიპტოვალუტის შეძენა/შენახვის სერვისი შეერთებული შტატების გარეთ პირველად გააფართოვა. აშშ-ში ეს სერვისი ხელმისაწვდომი  2020 წლის ოქტომბრიდან არის.

კომპანია აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს ოთხი კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის, Ethereum-ის, Litecoin-ისა და Bitcoin Cash-ის განკარგვის საშუალება ექნებათ. აღნიშნული სერვისი მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

მიმდინარე წლის მარტში, PayPal-მა კრიპტოვალუტით დამატებითი საფასურისა და საკომისიოს გარეშე გადახდის ფუნქცია აამოქმედა.