პორტფელური ინვესტიციები მცირდება

2020 წლის 3 კვარტალში საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 227 მილიონი დოლარით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამ პერიოდში ქვეყანაში სულ 719 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში), როგორც ნომინალურ, ასევე რეალურ გამოსახვაში.

მცირდება პორტფელური ინვესტიციები, ამ ნაწილში კლება 792 მილიონ დოლარს აღემატება, შესაბამისად გამოდის, რომ მხოლოდ ინვესტიციების კუთხით ქვეყანამ 1 მილიარდი დოლარი იზარალა (მხოლოდ 3 კვარტლის შედეგები).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლების პირველი 3 კვარტლის ჯამური მაჩვენებელი:

ანუ, აშკარაა, რომ ინვესტიციების კლების ტენდენცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2020 წელსაც გაგრძელდა. 2017 წელს (12 თვის ჯამი) საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ხოლო 2018 წელს მაჩვენებელი (12 თვის ჯამი) 1.306 მილიარდ დოლარამდე, 30%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წელს (12 თვის ჯამი), წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები მხოლოდ 4 მილიონი დოლარით გაიზარდა და 1.310 მილიარდი დოლარი შეადგინა, რასაც, ეკონომისტები და ფინანსისტები, ეკონომიკის ჯამური ზრდის გათვალისწინებით, შემცირებად მიიჩნევენ.