პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნესასოციაციებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნესასოციაციებს შეხვდება. ღონისძიება 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასშია" ჩანიშნული.

შედეგად, გიორგი გახარია ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს განაგრძობს - პრემიერი გასულ კვირებში უკვე შეხვდა: ტურიზმის, ღვინისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.