პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია მესტიაში 7,510,000 ლარად გაიყიდა

საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობა 7,510,000 ლარად რამდენიმე წუთის წინ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამართულ საჯარო აუქციონზე გაიყიდა. თანხის ეს ოდენობა ობიექტის საწყის ფასზე - 1,840,000 ლარზე 308%-ით მეტია. 


პრეზიდენტის მესტიის რეზიდენცია 2011 წელს აშენდა, ის 2,592 კვ. მეტრ მიწას და 11,310 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობებს მოიცავს (ს/კ 42.06.41.029).