პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდება

დღეიდან ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირება 70-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა.

„კოლეჯები უკვე მზად არიან, რომ გაიხსნან, მიიღონ სტუდენტები და ამის პარალელურად, კოლეჯები ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვისაც,“ - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა.