პროფკავშირები სოციალური დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს

COVID-19 საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ჯანმრთელობას და ცხოვრებას მთელ მსოფლიოში. ეს არა მხოლოდ  ადგილობრივი, არამედ გლობალური გამოწვევაა. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივი მოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. 

"მოვიდა დრო ვნახოთ გაეროს რეფორმა მოქმედებაში, საჭიროა მრავალმხრივი სისტემის ყველა მოთამაშის გაძლიერებული თანამშრომლობა და კოორდინაცია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო ხელმძღვანელობის ცენტრშია და ახორციელებენ პანდემიის მართვას და ცალკეული ინდივიდების, საზოგადოებების, ერების და რეგიონებისთვის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გამოსავლის ძიებას," - განუცხადეს report.ge-ს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში. 

გაერთიანების თავმდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, „დიდმა შვიდეულმა“, G20, მსოფლიო ბანკმა და რეგიონალური განვითარების ბანკებმა ხელი უნდა შეუწყონ ორიენტირებულ, ეფექტურ და დადასტურებულ ზომებს ეკონომიკებისთვის, რომლებმაც უნდა გადაჭრან პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, ეკონომიკის, დასაქმების და სოციალური დაცვის პრობლემები, რომლებიც დგას ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმებულთა წინაშე, მათ შორის თვითდასაქმებული, დროებით, სეზონურად და არაფორმალურად დასაქმებულების და ყველა ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე. 

"ამისათვის გლობალური ეკონომიკა საჭიროებს გადაუდებელ ზომებს და პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება ეკონომიკის რეალურ სექტორზე. ეროვნულ დონეზე, გაეროს მუდმივმა კოორდინატორებმა პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილონ მდგრადი განვითარების მიზანი 3 (SDG3) განხორციელებაზე, ასევე მიზანი 8 (SDG 8) განხორციელებაზე – ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა. COVID-19 ასევე გავლენას მოახდენს ეკონომიკასა და დასაქმებაზე. მილიონობით კომპანია მთელ მსოფლიოში იმ რისკის ქვეშ დგას, რომ შესაძლებელია იძულებული გახდნენ შეწყვიტონ ბიზნესი დასაქმებისათვის მძიმე შედეგებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლად და პასუხისმგებლობით, მინიმუმამდე დავიყვანოთ სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები დაზარალებულ დასაქმებულთა და ბიზნესის მასისათვის, რომელიც დაკავშირებული იქნება შრომის ბაზრის სტრესისადმი გამძლეობასთან, დამხმარე და ადაპტაციურ ღონისძიებებთან COVID-19-ის აფეთქების დროს უმუშევრობის და შემოსავლის დაკარგვის შესამცირებლად," -  განმარტავს პეტრიაშვილი.

დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE) და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია (ITUC) და მათი წევრი ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ მთავრობებს და ხაზს უსვამენ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სოციალური დიალოგის კრიტიკულ აუცილებლობას, შედეგების შემამსუბუქებელი ზომების შემუშავების მიზნით.

"მოვუწოდებთ დაუყოვნებელი მოქმედებებისკენ შემდეგი ძირითადი მიმართულებით: