ყულევისა და სუფსის ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გაიზარდა

"2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში (ფოთი/ბათუმი) გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 185 655 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით მეტია. მათ შორის: ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადამუშავდა 140 089 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში 2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადამუშავდა 45 566 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.8 პროცენტით მეტია“, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საზღვაო ტერმინალებში, ყულევსა და სუფსაში გადამუშავებული ტვირთების ჯამურმა მოცულობამ 2020 წლის პირველ ოთხ თვეში – 5.9 მლნ ტონა შეადგინა, რაც, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტით მეტია.