ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ

ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, ცვლილებები განხორციელდა პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ მევენახეების მხარდაჭერის პაკეტზე. მანამდე კი შეღავათიან აგრორედიტის პროგრამას დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება.