ყვარელში ახალი ვენახი გაშენდა

ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 155,000 ლარია, საიდანაც „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 100,000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული.

ინდ.მეწარმე ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო. ვენახების გაშენება უკვე დაასრულებულია და 70 ტონა მოსავლის მიღებას მეწარმე 2021 წლის შემოდგომაზე ელის. მოყვანილი ყურძნის რეალიზაციას კი ადგილობრივ ღვინის მარნებში გეგმავს.