ყველაზე დაბალი ინფლაცია და მყარი ვალუტა რეგიონში აზერბაიჯანშია

მარტში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3092-დან 3.3356-მდე (0.8 პროცენტით) გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.0024-დან 3.9728-მდე (0.7 პროცენტით) გამყარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) მარტის თვის მიმოხლვაში. სები-ის მონაცემებით, მარტის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.4118 და 4.0044 შეადგინა, შესაბამისად მარტში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.4118, ხოლო მინიმალურმა 3.3190 შეადგინა. 

"თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 2.3 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.5 პროცენტი დაფიქსირდა," - განმარტებულია მიმოხილვაში. 

სებ-ის მონაცემებით საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ - 1.5 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ - 2.8 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ - 0.8 პროცენტით და რუსული რუბლის მიმართ 0.1 პროცენტით გამყარდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

წინა თვესთან შედარებით, მარტში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 4.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.0 პროცენტით გამყარდა. წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 5.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.2 პროცენტით გაუფასურდა. 

"სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 7.2 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 16.2 პროცენტი, ბელორუსსა და უკრაინაში - 8.5 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო რუსეთსა და სომხეთში - 5.8 პროცენტი, აზერბაიჯანში - 4.1 პროცენტი, აშშ-ში - 2.6 პროცენტი და ევროზონაში - 1.3 პროცენტი," - ვკითხულობთ მიმოხილვაში.