ყველაზე ღირებული, რაც ბოლო პერიოდში შევძელით, WizzAirs-ის დაბრუნება იყო - ქვრივიშვილი

ყველაზე ღირებული, რაც ბოლო პერიოდში შევძელით, WizzAirs-ის პირველი ბაზის დაბრუნება იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ დღეს გვაქვს გაფართოებული ტერმინალი. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი გაფართოებამდე გვქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეტარებინა დაახლოებით 600 ათასამდე მგზავრთნაკადი, დღეს შეგვიძლია 2.5 მლნ-მდე მგზავრთნაკადი გავატაროთ", - აღნისნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტს უახლოეს მომავალში ახალი ავიაკომპანიაც დაემატება.