ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი ბინები თბილისში

Cushman & Wakefield Georgia-მ უძრავი ქონების ბაზარი შეისწავლა. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბინები დედაქალაქში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, სადაც 1 კვადრატული მეტრი ბინის ფასი 1032 დოლარს შეადგენს. შემდეგ პოზიციაზეა ვაკე, სადაც 1 კვ.მ ფართობი საშუალოდ, 985 დოლარი ღირს. მესამე პოზიციას კი საბურთალო იკავებს, აქ 1 კვადრატულის ფასი 899 დოლარს შეადგენს.

უბნების მიხედვით, კვადრატული მეტრის ღირებულება ასეთია:

მთაწმინდა - 1032 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ვაკე - 985 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
საბურთალო - 899 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
კრწანისი - 798 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ჩუღურეთი - 733 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
დიდუბე - 687 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ისანი - 575 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
გლდანი - 550 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
ნაძალადევი - 544 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
სამგორი - 512 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;

2019 წელს თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა მცირე ზომის - 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ ბინებზეა. გაყიდული ბინების 69%-ის ფართობი 70 კვადრატულ მეტრზე ნაკლები იყო.

2019 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე თამაშის წესები შეცვალა ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების ცვლილებამ.