ყვითელი ავტობუსები ქალაქში მალე აღარ იმოძრავებენ

თბილისის მერია 110 ახალ გაზზე მომუშავე ავტობუსს შეიძენს,- ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 


შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ხორციელდება. საუბარია 12- მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ბოგდანის ტიპის ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს”,- განაცხადა კახა კალაძემ.