რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ტურიზმის აღდგენა?

განახლებული მოლოდინების მიხედვით, მომავალ წელს მხოლოდ ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის შესაბამის დონეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, აღდგენა დამოკიდებული იქნება:  ვაქცინაციაზე; ახალი შტამების გავრცელებაზე; ტურისტების შეუფერხებელ გადაადგილებაზე; ქვეყნებს შორის კოორდინაციაზე; საქართველოში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

ამასთან, "თიბისი კაპიტალის" პროგნოზით 2022-ში მოსალოდნელია:

- საერთაშორისო ვიზიტები რუსეთიდან სომხეთიდან ნელ აღდგენას განაგრძობს;

- თურქეთიდან ვიზიტებზე შესაძლოა იმოქმედოს თურქეთის რთულმა ეკონომიკურმა ვიზიტებმა;

- აზერბაიჯანიდან ვიზიტები, სავარაუდოდ, მეტად აღდგება წლის მეორე ნახევარში;

- უკრაინა, ისრაელი და საუდის არაბეთი შეინარჩუნებენ ზრდის ძლიერ ტენდენციას;

- შიდა ტურიზმი 2022 წელს კვლავ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.