რა განაპირობებს ნავთობის ფასის კლებას

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა წიაღისეულ საწვავში ინვესტიციების შესაძლო შემცირების შესახებ განაცხადა.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,4%-ით შემცირდა და ბარელზე 74,09 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 0,79%-ით დაეცა და ბარელზე 70,73 აშშ დოლარად ბარდება.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბინ სალმანმა ორშაბათს განაცხადა, რომ გლობალური ნავთობის მოპოვება შესაძლოა 30%-ით შემცირდეს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.