რა განრიგით მოუსმენენ პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს

პარლამენტის ბიურომ “მინისტრის საათის“ ფორმატში მინისტრების მოსმენის განრიგი დაამტკიცა. 

ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დეპუტატები შემდეგი განრიგით მოუსმენენ: 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - 16-19 თებერვალი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - 13-16 აპრილი;

ფინანსთა მინისტრი - 8-11 ივნისი; 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - 30-3 დეკემბერი; 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - 14-17 დეკემბერი.

რაც შეეხება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს - 2-5 მარტს ელოდებიან, 16 – 19 მარტს დეპუტატების წინაშე წარსდგება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში ანგარიშს 27-29 აპრილს წარადგენს,  "მინისტრის საათის" ფორმატში თავდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში -11-14 მაისს მივა, ამავე მიზნთ, საგარეო საქმეთა მინისტრს კანონმდებლები 7-10 სექტემბერს ელოდებიან, ხოლო იუსტიციის მინისტრი ანგარიშს დეპუატატებს 21-24 სექტემბერს ჩააბარებს.

შეგახსენებთ, "მინისტრის საათი" წელიწადში ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრების პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.