რა ღირს ბინის ქირა თბილისის უბნებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, „აისეტმა“ (ISET)  გამოიკვლია გასული წლის უძრავი ქონების  გაქირავების საშუალო ფასი  თბილსისი უბნების მიხედვით.  აღმოჩნდა, რომ 2020 წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსი. ირკვევა, რომ თბილისში გაქირავების საშუალო ფასი ზოგადად 1კვ.მ-ზე - 6.5 დოლარი იყო. 

დედაქალაქში ქირა ყველაზე ძვირი, 9 დოლარი, იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი, 2.8 დოლარი, ორხევში. 

2020 წელს უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე, უბნების მიხედვით, ასეთია:

ცნობისთვის, report.ge უძრავი ქონების აგენტებთან შეეცადა გაერკვია, შეიცვალა თუ არა ფასი წელს ქირაზე. აღმოჩნდა, რომ ქირაზე ტარიფები ჯერ-ჯერობით უცვლელია. აგენტებმა ამის მიზეზად ის შეზღუდვები დაასახელეს, რაც პანდემიის გამო დაწესდა და ჯერ კიდევ მოქმედებს. მათი თქმით, უძრავი ქონების მთავარი დამქირავებელი მცირე და საშუალო ბიზნესი და სტუდენტობაა. იმის გამო, რომ სწავლა დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს, ქირაზე მოთხოვნამ იკლო და შენარჩუნდა ის საფასო პოლიტიკა, რაც შარშან პანდემიურმა გავლენამ ჩამოაყალიბა. მაკლერების ინფორმაციით, თბილისში ქირა ყველაზე იაფი ისევ ორხევსა და ლილოს დასახლებაშია, ხოლო ყველაზე ძვირი - სოლოლაკსა და მთაწმინდაზე.