რა ღირს პარკირება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში?

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

Picodi-ის მონაცემებით, ქუჩებზე პარკირება ყველაზე ძვირია ლონდონში, სადაც ერთი საათი 9,9 ევრომდე ღირს. ამსტერდამში 7,5 ევროს იხდით ცენტრში, ხოლო ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში - 7,5 ევროს.

ამასთან, საათობრივი განაკვეთი შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტულ მოცემულ ადგილას პარკინგზე მოთხოვნილების მიხედვით. ჩვეულებრივ, რაც უფრო შორს არის ცენტრიდან, მით უფრო დაბალია პარკინგის ღირებულება. დუბლინი არის ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ფასი განსხვავდება ზონების მიხედვით. ერთი საათი ღირს 0,60 ევროდან 3,20 ევრომდე.

რეიტინგში ყველაზე იაფი ქალაქია სომხეთის დედაქალაქი ერევანი, სადაც ერთი საათის პარკინგი ღირებულება 0,18 ევროა.