რა მდგომარეობაა აგრარულ ბაზრებში

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ.

როგორც report.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, ყოველდღიურად მოწმდება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრები.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში.

სურსათის ეროვნული სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.

მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ.

ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება.