რა საფრთხეს ხედავს ხაზარაძე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაში

,,ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტის მნიშვნელობა უარყოფითად შეაფასა. 

მისი განცხადებით, პროექტი არც ეკონომიკური სარგებლიანობით გამოირჩევა და საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

,,ყაზბეგისკენ მიმავალი გზის მშენებლობა პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში. ამით ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ტანკების  კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ვაძლევთ. სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ. მშენებლობისას 2 წლის განმავლობაში 600 კაცი დასაქმდება და ექსპორტის მიმართულება იქნება მხოლოდ რუსეთი. გამოდის, რომ ფული იდება იმ პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის და არც ეკონომიკურ აღმავლობას ქმნის. არც ერთი გზის, არანაირი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვერ შევეგუები, როცა ქვეყანა იცვლის პრიორიტეტს, როცა ქვეყანა შლის უზარმაზარ პროექტს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არასწორია ჩრდილოეთის გზისთვის ნახევარმილიონიანი კაპიტალის ჩადება, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი.