რა საფრთხეს ქმნის უხარისხო ცემენტი

„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ვარაუდით, წლიურად დაბალი ხარისხის ცემენტის რაოდენობა, რომლის რეალიზაციაც ქართულ ბაზარზე ხდება, შესაძლოა, 350 000 ტონას აღწევდეს, რამაც შეიძლება ამ ცემენტით აშენებულ ობიექტებში სხვადასხვა მიზნით განთავსებულ 150 000-მდე მოქალაქეს შეუქმნას პრობლემა.

„ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამავე მწარმოებლების მიერ წარმოებული ნაყარი ცემენტის შემოწმება, რადგამ ამისთვის საჭიროა ნიმუშების აღება უშუალოდ მწარმოებელი ქარხნებიდან, რაც მათი ნებართის გარეშე არ შეგვიძლია, მათ კი ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არ აქვთ. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ იგივე დაბალი ხარისხის ცემენტი მიეწოდებოდეს ზოგიერთ ბეტონის ქარხანას და საფრთხე შეექმნას მაღალ სართულიანი შენობებების მგრადობას, - განმარტავენ „ცემენტის ასოციაციაში“.

ცნობისთვის, დეკემბერში "საქართველოს ცემენტის ასოციაციის" ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან 6 კომპანიის მხოლოდ 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები. 9 ნიმუშიდან 6 ადგილობრივი პროდუქცია იყო, 3 - თურქული.