რა შემთხვევაში არ გაძვირდება საწვავი საქართველოში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო რამოდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად მყარდება დოლართან მიმართებაში, რაც ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისათვის.

როგორც ბიზნესგაერთიანებაში report.ge-ს განუმარტეს, საქართველოში არსებული საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით. ასევე ლარის გაცვლითი კურსზე დოლართან მიმართებაში.

შესაბამისად, მათი პროგნოზით, თუ ლარმა გამყარება გააგძელა, საწვავის მიმდინარე ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი-სამი დღეა ლარი 13 თეთრამდეა გამყარებული და შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მიმდინარე ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს და არ გაიზრდება, თუ, რა თქმა უნდა, ლარი გაუფასურების ტრენდს არ დაუბრუნდება ისევ,“- აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.