რა უნდა ვიცოდეთ ჟოლოს წარმოებისას

საქართველოდან ევროკავშირში გატანის შემთხვევაში, ჟოლო გათავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისგან. თუმცა, არ უნდა იყოს დაბინძურებული მძიმე ლითონებით და დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები. მავნებელი დანამატებისა და პესტიციდების გამოყენება წარმოებისას აკრძალულია. რადგან ჟოლო არ ირეცხება, კრეფის შემდეგ, მნიშვნელოვანია, სუფთა ხელებით მუშაობა კრეფის სეზონის განმავლობაში. სურსათის უვნებლობის რეგულაციების გარდა, ევროკავშირის ქვეყნები ითხოვენ ერთნაირი ჯიშის ჟოლოს, პროდუქცია უნდა იყოს ერთგვაროვანი ზომითა და ხარისხით.

"ჟოლოზე მოთხოვნა მაღალია, ყველაზე პესიმისტური ფასი, გადამყიდველები ადგილზე რომ მოვიდნენ და წაიღონ, ან ნავთლუღის ბაზარზე ჩავიტანო, 1 კგ -ზე 7 ლარია. შემოდგომაზე ჟოლოს ფასი 12 -13 ლარს აღწევს, ზამთარში ძვირდება, გაყინული სახით, „გუდვილში“, მაგალითად, იმპორტირებული კენკრა 800-გრამიანი შეფუთვით 23-26 ლარი ღირს. ჟოლოს თვითღირებულება საქართველოში არავის დაუთვლია, მე კი დავთვალე - ყველაზე მეტი- 1 კგ-ის წარმოება 2,60 ლარი ჯდება, ხოლო თუ მაცივარში შეინახავ - 2,75 ლარი. აქ გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ხარჯებიც. რაც უფრო დიდია მაცივარი და ბევრ პროდუქციას შეიტან, შენახვის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება," - გვითხრა ახალგაზრდა მეწარმემ.

მისივე თქმით, ჟოლო დეფიციტური პროდუქციაა, ადგილობრივი წარმოება ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 460 ტონა გაყინული და ნედლი ჟოლო თურქეთიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა. იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ამიტომაც ავიღე ამ კულტურაზე ორიენტაცია. პოტენციური მომხმარებლები არიან აგრარული ბაზრები, საკონდიტროები და სუპერმარკეტები.

ცნობისთვის, ევროკავშირში 1 კგ ბიო-ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს. როგორც გომბორში სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი გიორგი კორნელი გვეუბნება, ყველაზე მეტი- 1 კგ-ის წარმოება 2,60 ლარი ჯდება, ხოლო თუ მაცივარში შეინახავ - 2,75 ლარი. აქ გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ხარჯებიც. რაც უფრო დიდია მაცივარი და ბევრ პროდუქციას შეიტან, შენახვის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება.