რაჭული შქმერული იაპონიაში წარმატებით იყიდება

იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში ქართული კერძის, შქმერულის გაყიდვა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

კერძის სარეკლამო პოსტერებში დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია.

ცნობისთვის, შქმერული ძველი რაჭული კერძია. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძია ქართულ რესტორნებში. 

შქმერულის სახელწოდება რაჭის სოფელ შქმერიდან მოდის.

მისი უნიკალური გემო ქათმის ხორცის, ნივრისა და რძის კომბინაციით მიიღება.