რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა

2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 24%-ით შემცირდა. ამის შესახებ ირკვევა კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან. მათი ინფორმაციით,  2021 წლის პირველ სამ თვეში რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.

ცნობისთვის, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება შარსა კომუნიკაციების კომისიამ პანდემიას დაუკავშირა.