რამდენი სტუმარი გვესტუმრა გასულ წელს ჩინეთიდან და რამდენი დახარჯეს მათ საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ჩინეთიდან 48,071 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით, 50.9%-ით მეტი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საშუალოდ ჩინეთის მოქალაქე ერთ ვიზიტზე საქართველოში 2.253 ლარს ხარჯავდა.

ყველაზე მეტს საქართველოში ამერიკელი ვიზიტორები ხარჯავენ. ერთ ვიზიტზე განხორციელებული ხარჯი საშუალოდ 4,115 ლარია; 

შემდეგ მოდის 2 საუდის არაბეთი 3,543 ლარით,

მესამე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საემირო 2,750 ლარის დანახარჯით,  
მეოთხე ადგილს ნიდერლანდები იჭერს  2,636 ლარით,
ფრანფი ტურისტი ერთ ვიზიტზე დაახლოებით 2,488 ლარს ხარჯავს და ეს მაჩვენებელი 10-ეულში მეხუთე ადგილს იჭერს. 

ირანელები ერთ ვიზიტზე ხარჯავენ საშუალოდ 2,287 ლარს და ათეულის მეექვსე ადგილს იჭერენ.

2.253 ლარიანი ხარჯით ჩინეთიდან ვიზიტორები ათეულის მეშვიდე ადგილს იკავებე, ხოლო ამ სიის ბოლო სამი ადგილი ასე ნაწილდება:

8 ადგილი ისრაელი - 2,194 ლარი;
9 ადგილი ჩეხეთი - 2,067 ლარი;
10 ადგილი ინდოეთი - 2,041 ლარი.


2019 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია. ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი, მეორე ადგილზე კი, რუსეთის ფედერაციაა. ჩინეთიდან საქართველოში გასულ წელს 48,071 ვიზიტორი სემოვიდა, ზრდა წინა წელთან 50.90%-ია.


იხილეთ 15 ქვეყანა, საიდანაც გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 აზერბაიჯანი - 1,526,619 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.20%;
2 რუსეთი - 1,471,558 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4.80%;
3 სომხეთი - 1,365,048 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.60%;
4 თურქეთი - 1,156,513 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.30%;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 488,841 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2.60%;
6 უკრაინა - 207,667 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 17.30%;
7 ისრაელი - 205,051 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30.70%;
8 ირანი - 141,997 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -51.20%;
9 ყაზახეთი - 103,611 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 75.70%;
10 გერმანია - 89,051 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 38.10%;
11 პოლონეთი - 88,300 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 32.00%;
12 საუდის არაბეთი - 75,155 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 44.90%;
13 ბელარუსი - 66,174 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.80%;
14 ინდოეთი - 54,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.30%; 

15 ჩინეთი - 48,071 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 50.90%;

შეგახსნებეთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტებში ექიმები და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები  აეროპორტშივე შემოწმდებიან.

ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. ვირუსს უკვე შეეწირა 100 ადამიანი. ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.