რამდენს ხარჯავენ ქართველები საკვების გამოძახებაზე? - G&T-ის კვლევა

გალტ & თაგარტი-ს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოში საკვების გამოძახებაზე ჯამში 167 მლნ ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული მონაცემები პანდემიამდელ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. კერძოდ, შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა 146%-ით 5.3 მლნ ლარამდე. ხოლო, შეკვეთის საშუალო ღირებულება გაიზარდა 31.5 ლარამდე.

ორგანიზაციის გათვლებით, ერთი მომხმარებელი წლიურად საშუალოდ 6 შეკვეთას ახორციელებს.

სურსათისა და პირადი ჰიგიენის პროდუქტების წილი საკვების მიტანის სექტორის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.