არასამთავრობო ორგანიზაციამ "თამბაქოს მოხმარების პრევენციამ" report.ge-ს მიაწოდა კალკულაცია, თუ რამდენით აზარალებს მწეველს ფინანსურად თამბაქოს მოხმარება. მათი მტკიცებით, თამბაქოს მოხმარება უარყოფითად აისახება არამხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, არამედ ფინანსურ კეთილდღეობაზეც.
"თამბაქოს მოხმარების პრევენციის" დათვლით, 1 კვირის განმავლობაში სიგარეტში დახარჯული თანხით შესაძლებელია შეიძინოთ:
7 კგ ბოსტნეული
10 კვერცხი
1 კგ ფქვილი
7 პური
1 ლ რძე
1 კგ შაქარი
4 კგ ხილი.
ცნობისთვის, რა ჯდება ერთი "ნაფაზი", ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დათვალა. Report.ge-ის გამოთვლით, შარშან ერთი "ნაფაზი" სამ თეთრამდე ჯდებოდა. იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტი 6.3%-ით გაძვირდა, ერთი ნაფაზის ზარალიც პროპორციულად გაიზრდებოდა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მეცნიერთა დასკვნით, ერთი ღერი სიგარეტი, სიცოცხლის 11 წუთს უდრის.