რას მიიჩნევს მოსახლეობა მთავარ ეკონომიკურ პრობლემად

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის" NDI-ს მიერ გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის, 67%-ისთვის, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემა უმუშევრობაა.

გამოკითხულებს მიმართეს კითხვით: რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა?

კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: ფასების ზრდა/ინფლაცია - 33%; სიღარიბე - 22%; დაბალი ხელფასები - 20%; ლარის გაუფასურება - 18%; მაღალი გადასახადები - 11%; კორონავირუსი 10%; საზღვრების ჩაკეტვა - 6%; კორუფცია/ნეპოტიზმი და ტურისტების ნაკლებობა - 5-5%;  გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკაში პრობლემები არ არის.

სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხულია 2,045 მოქალაქე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.

კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა,