რას მოახმარს თბილისის მერია მილიარდნახევრიან ბიუჯეტს

დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 1.5₾ მილიარდი იქნება, რაც მისი თქმით მეტი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.  

კახა კალაძის თქმით, დაახლოებით 1.25₾ მილიარდი მხოლოდ ორ ძირითად მიმართულებაზე, ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვაზე დაიხარჯება. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიდან წამოღებულ დამატებით თანხებს, დედაქალაქის მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის გამოიყენებს.