რას პროგნოზირებს BP ნავთობის ბაზრაზე

ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა უახლოესი 30 წლის მანძილზე არ განახლდება, თუნდაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა არ გამკაცრდეს, - აცხადებს ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია BP თავის ყოველწიურ პროგნოზში 2050 წლამდე.

Outlook BP შეიცავს ენერგეტიკული დარგის განვითარების სამ სცენარს:

„სწრაფი“ - როცა ხდება შესაბამისი ზომების გატარება, რომელიც გააძვირებს სათბურის აირების გამოყოფას მწარმოებლებისათვის 70 %-ით 2018 წლის დონესთან შედარებით.

„ნულოვანი“ - როცა გამკაცრებულია არა მხოლოდ ეკოლოგიური პოლიტიკა, არამედ სოციალური და სამომხმარებლო საქციელი ენერგიის გამოყენების მიმართ. ასეთ შემთხვევაში სათბურის აირების გამოყოფა უნდა შენცირდეს 95 %-ით 2050 წლისათვის.

„ჩვეულებრივი“ - როცა ხდება არსებული ტენდენციების შენარჩუნება გლობალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და მკვეთრი ცვლილებების გარეშე. ამ სცენარში ნავთობზე მოთხოვნილება 2050 წლისათვის შემცირდება 10 %-ით, „ნულოვან“ სცენარში - 80 %-ით, ხოლო „სწრაფ“ სცენარში - 55 %-ით.