რას ყიდის საქართველო ევროკავშირში?

პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ანგარიში, სახელწოდებით „სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ მოამზადეს.

ანგარიშის თანახმად, ნაჭუჭგაცლილი თხილის (45%), ნაჭუჭგაუცლელი თხილის (2%) და თხილის ფქვილის (2%) ექსპორტმა ერთობლივად შეადგინა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით ნახევარი, 49%. სხვა მნიშვნელოვანი ექსპორტირებული პროდუქტებია ღვინის სპირტი (13%), ღვინო (12%), მინერალურ წყლები (10%), დამუშავებული არაქისი (4%), და ჯემები (2%). სხვა დანარჩენი პროდუქციის ერთობლივი წილი მთლიან ექსპორტში შეადგენდა 9%.

გარდა ამისა, საქართველოდან სასოფლის სამეურნეო პროდუქციის და სურსათის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია - გერმანია (23%), ლიტვა (14%), იტალია (16%) და საფრანგეთი (14%).