რატომ შეუმცირდა შემოსავლები McDonald's-ს

McDonald's-ის შემოსავალი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდა. ინფორმაციას CNBC აქვეყნებს. 

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი $5.43 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ეს კი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $5.48 მილიარდზე ნაკლები იყო. შედეგად, შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება და მან მესამე კვარტალში პროგნოზირებული $1.69 მილიარდის ნაცვლად, $1.61 მილიარდი შეადგინა. 

ანგარიშგების გამოქვეყნებას საფონდო ბირჟაზე McDonald's-ის აქციების ღირებულების კლება მოყვა. მთლიანობაში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4%-ით შემცირდა.

McDonald's-ის ერთი აქციის ღირებულება ამ დროისთვის $196.02-ს შეადგენს. 2019 წლის განმავლობაში ჯამურად კომპანიის აქციების ღირებულება 14%-ით გაიზარდა. თუმცა, მისი კონკურენტების ზრდა უფრო დიდი იყო, მაგალითად Wendy-ის აქციების ფასი 2019 წლის განმავლობაში 38%-ით გაიზარდა.