რძე და რძის პროდუქტები 0.9%-ით გაძვირდა

ნოემბერში 0.9%-ითაა გაზრდილი FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასების ზრდა, ევროპაში, კარაქსა და ყველზე გაზრდილმა მოთხოვნამ და სეზონისათვის დამახასიათებელმა შემცირებულმა რძის წარმოებამ გამოიწვია.

საქართველოში რძე, ყველი და კვერცხი წლიურ ჭრილში ნოემბერში 8 პროცენტითაა გაძვირებული. 

შეგახსენებთ, FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაზრდილია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის, რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს. ნოემბრის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ითაა მომატებული.