რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მეტად ყაზახური ტენგე გაუფასურდა

რეგიონის ვალუტები აპრილში არაერთგვაროვნად ივაჭრებოდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის აპრილის მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, აპრილის დასაწყისში, აშშ-ს მხრიდან სანქციების გამოცხადების შემდეგ, რუბლი 2%-ით გაუფასურდა, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ (2021 წლის აპრილში 50 bps-ით გაიზარდა 5%-მდე) ვალუტა გამყარდა. თვის ბოლოსთვის რუბლი 0.6%-ით გამყარდა და დოლართან 75.2 შეადგინა.

თურქეთში აპრილში ინფლაცია გაიზარდა და 17.1% შეადგინა (მარტში 16.2% იყო), რაც გაუფასურებულ ლირას და გაზრდილ გლობალურ ფასებს უკავშირდება. თვის ბოლოს მდგომარეობით ლირა მცირედით, 0.5%-ით გაუფასურდა და დოლართან 8.29 შეადგინა.

2021 წლის აპრილში რეგიონულ ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი ყაზახურ ტენგეს ჰქონდა, რომელიც 1.0%-ით გაუფასურდა.

ბელარუსის რუბლი (BYN) აპრილში 2.4%-ით გამყარდა.

2021 წლის აპრილში სომხეთის დრამი (AMD) 2%-ით გამყარდა.

მიმდინარე წლის აპრილში ლარი დოლართან მიმართებაში აპრილში 0.9%-ით გაუფასურდა. 

როგორ ივაჭერბა რეგიონის ვალუტები თვეების მიხედვით, იხილეთ აქ.