სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1 ივლისის მონაცემებით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 551 განაცხადი.
განაცხადების უმეტესობა, 250 -ზე მეტი განაცხადი, რომელიც პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა.
სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 200-ზე მეტი განაცხადი.
მათგან პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 100-ზე მეტი განაცხადი.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.