როდის გაიხსნება აზერბაიჯანში აეროპორტები

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანაში რეგულარული სამგზავრო ავიარეისებისთვის, აეროპორტები პირველ ივლისამდე არ გაიხსნება.  აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საზღვრები 15 ივნისამდე იქნებოდა ჩაკეტილი.

 ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ით, 6 522 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 78 ადამიანი. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 2 707 ადამიანი რჩება, მათგან 64-ის მდგომარეობა მძიმეა.