როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. საბანკო ასოციაცია იძლევა რჩევების კიბერთაღლითობის პრევენციისთვის.

ორგანიზაციის განმარტებით, თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებ-გვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკებისინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი ვებგვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითიც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.

რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის ასეთია: