როგორ გამოიყურება კაპიტალის საერთაშორისო ინდექსები

ბოლო კვირების მანძილზე კაპიტალის საერთაშორისო ინდექსებში ინდუსტრიების მიხედვით აგვისტოს შემდეგ ზრდის შენელება შეინიშნება.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ორი თვის მანძილზე შეჩერებულია აღდგენა HORECA, ავიაციის, კომერციული უძრავი ქონების, სამშენებლო მასალების, დისტრიბუციის სექტორებში.  მკვეთრად შემცირებულია ნავთობის & გაზის სექტორი.

წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია ელ. კომერციის, პროგრამირების & IT, ჯანდაცვის სექტორები, თუმცა ბოლო ორი თვის მანძილზე გარკვეული კლება ამ სექტორებშიც ფიქსირდება.