როგორ გამოიყურება ყვავილების პავილიონი ორბელიანის მოედანზე - PHOTO

პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, დედაქალაქის ცენტრში  ყვავილების პავილიონის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქს 3 ახალი ყვავილების პავილიონი შეემატა.

პროექტი სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ განახორციელა. ის თბილისის მერიის ბიუჯეტს დაახლოებით, 1 285 000 ლარი დაუჯდა.

დედაქალაქის ცენტრში, რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 5 თვეში დასრულდა.