როგორ ხსნის EBRD- ი ლარის გაუფასურებას

EBRD-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს ერთი და იგივე ნიშნულით, 4.5%-ით გაიზრდება.

როგორც EBRD-ი განმარტავს, ტურიზმის ზრდის შენელებამ და შიდა პოლიტიკურმა ქაოსმა, უარყოფითად იმოქმედა ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 9 თვეში ლარი 9.4%-ით გაუფასურდა.