როგორ შეძლებთ უარის თქმას კომუნალურების სუბსიდირებაზე

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19. დეკემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 იანვარი.

ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) აცხადბს. 

მარეგულირებლის განმარტებით, www.gnerc.org/ge/covid-19 პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.სემეკის ცნობით, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.